"ქართული ოცნების" ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რეზიდენტები და სტუდენტები შეიკრიბნენ.
შეკრებილების თქმით, მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ის პირობებია, რომელშიც ახალგაზრდა მედიკოსებს სწავლა და მუშაობა უწევთ.
აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ: რეზიდენტურის გადასახადის გაუქმება;
პოსტ-დიპლომური სწავლების პერიოდში შრომის სამართლიანი ანაზღაურება და ნეპოტიზმის აღმოფხვრა კერძო კლინიკებში.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყანაში, სადაც საექიმო ლიცენზიები არასამართლიანად გაიცემა და აკადემიურ სტანდარტებს არ აკონტროლებენ, ჯანდაცვის ეფექტიანი სისტემა ვერ იარსებებს.
