logo
ENG



ეკა ბესელია არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

30 ივლ 202011:14
3 წუთის საკითხავი
clock 418

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, აგვისტოს შუა რიცხვებში პარტია კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში. 

"ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა