logo
ENG



ეკა გიგაური: პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფაქტიურად სიცოცხლესაც შეიძლება გამოესალმო

16 ივნ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტ გირგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებული ჩეჩენი პიროვნების დაკავებას უფლებადამცველები ეხმიანებისნ. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის დაკავებული მოქალაქე შესაძლოა ამ დანაშაულის მონაწილე ერთადერთი პირი არ იყოს, უფლებადამცველები შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას და ყველა მონაწილე პირის კვალზე გასვლას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, სკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება და სუს-მა განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ მოხდა ამ მოქალაქის საქართველოში შემოსვლა.

„ცნობილი ფაქტის, რომ პუტინის შეურაცხყოფა არ შეიძლება, მაგრამ ეს აქამდე ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე და რუსეთის ტერიტორიებზე. დღეს ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე გადმოვიდნენ და პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფაქტიურად სიცოცხლესაც შეიძლება გამოესალმო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს მთავრობაზე, რომ ეს ფაქტი ეფექტურად გამოიძიოს,“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური.

საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი ფაქტი ბოლომდე უნდა გამოიძიოს და ეფექტური ზომები უნდა გაატაროს, რათა საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ დაემუქროთ.

„ამ საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა გაიგოს, არ უნდა იყოს მიკიბ-მოკიბვით საუბარი. სახელწიფოს უნდა გაატაროს ეფექტური ზომები იმისათვის, რომ საქართველოში კანონიერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების თუ მოქალაქეობის არ მქონე პირების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა სულხან სალაძემ


close დახურვა