logo
ENG



ეკა მიშველაძე ამბობს, რომ მისი სახლი გაქურდეს

15 აგვ 202113:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გვანცა ნემსაძე/ფორმულა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ამბობს, რომ მისი სახლი გაქურდეს. 

"ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა, მაგასაც გავიგებ იმედია და ვაი, თქვენი ბრალი!". - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე

როგორც ჟურნალისტმა თქვა, სახლში ბოლოს 5 დღის წინ იყო და დანაშულიც ამ რამდენიმე დღის პერიოდში მოხდა. 

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. 


close დახურვა