logo
ENG



ეკონომისტები ანტიკრიზისულ გეგმაზე: გაზის ვაუჩერების მსგავსად, არ უნდა იყოს პოპულისტური

24 აპრ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის მსგავსად, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას დაგვიანებულად მიიჩნევენ ეკონომისტები. მათი განმარტებით, დოკუმენტი უნდა მოიცავდეს როგორც კრიზისის დროს სამოქმედო ნაბიჯებს, ასევე, კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. ასევე მათი თქმით, გეგმა უნდა იყოს მასშტაბური, კონკრეტული და არაპოპულისტური. დოკუმენტის მიხედვით, გასაგები უნდა იყოს რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას და ბიზნესს.

"ამ პერიოდში ის მოლოდინები რაც გვქონდა, მთავრობას რაც უნდა გეკეთებინა, არ აკეთებდა. ფქტია ეს გეგმა უნდა იყოს მასშტაბური და ემსახურებოდეს მოსახლეობის ფართო სპექტრს. ის უნდა ემსახურებოდეს მეცნირეულ-შინაარსობრივ მტკიცებულებას და არ უნდა იყოს პოპულიზმით გაჯერებული, როგორც ეს მოხდა გაზის ვაუჩერების შემთხვევაში. როცა სოფლად მცხოვრებთან 50 %-ზე მეტს გაზი სახლში საერთოდ არ აქვს",-აცხადებს ირაკლი ყიფიანი. 

"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს და იყოს თანმიმდევრული. მაშინ, როცა დასავლეთი უკვე საუბრობს სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს ხელისუფლება მოცემულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.

"ეს გეგმა ორ რამეს უნდა მოიცავდეს, რას ვშვრებით მიმდინარე პერიოდში და რას ვშვრებით შემდგომ. ევროპულმა ქვეყნებმა უკვე არა თუ გეგმა წარადგინეს, საუბარი დაიწყეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე და ჩვეთანაც სხვადასხვა ორგანზაცია ამ თემაზე მუშაობს. ჩვენთან კი ჯერ გამოსვლაზე კი არა, მიმდინარე პერიოდში რა უნდა ვქნათ იმაზეა საუბარი",-განამრტავს სოსო ბერიკაშვილი. 

შეგახსენებნთ, მთავრობა დღეს ანტიკზისულ გეგმას წარადგენს. 


close დახურვა