logo
ENG



ეკონომისტები მთავრობას საპენსიო შენატანის 8 თვით გადავადებისკენ მოუწოდებენ

17 მარ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

საპენსიო შენატანის 8 თვით გადავადებისკენ მთავრობას ეკონომისტებიც მოუწოდებენ. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე ეს სწორი ნაბიჯი იქნება. ნაწილი ხელისუფლებისგან უფრო რადიკალურ ნაბიჯებსაც ელოდება და გადასახადების შემცირებას ითხოვს. 

ოპოზიციის გათვლებით, ამ გზით მეტი ფული დარჩება მოსახლეობას და შეჩერდება ფასების ზრდის ტემპი. შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 130 მილიონ ლარზე მეტი და ამ თანხის გამოყენება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარად იქნება შესაძლებელი.

„ევროპული საქართველოს“ ამ იდეას მთავრობა ჯერჯერობით არ იღებს - ერთადერთი პასუხი მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაა. გახდება თუ არა საპენსიო დანაზოგის  გადავადება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი, ჯერ უცნობია. გამოკვეთილი პოზიცია ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუხატავთ. არც ისაა ცნობილი, დაიწყო თუ არა ამაზე მსჯელობა მთავრობის შიგნით. 


close დახურვა