ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. ის საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოკითხეს.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც გერლიანმა თქვა, ის ამ სამი დღის განმავლობაში სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.
"სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი ქმედება იყო მიზეზი გაუჩინარების, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე",- თქვა გერლიანმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ამ დღეების განმავლობაში წასული, გერლიანმა ასე უპასუხა:
"სიკვდილთან შეხვედრა... პოლიციამ მომისწრო".
გერლიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 20 დეკემბერს გავრცელდა. კვალს ავჭალის პოლიციასთან ქრებოდა, სადაც მისი ავტომობილი იდგა. გაუჩინარებამდე მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. facebook პოსტი გერლიანის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში აღარ იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.