logo
ENG



ელენე ხოშტარიას ექიმი: უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივ შეზღუდული არ ვიქნებით

29 ივნ 202620:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/29/6hbtacqbkq1jzlr.jpeg
IPN

ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას ექიმმა, მაკა იოსელიანმა განაცხადა.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პაციენტი ელენე ხოშტარია გადაყვანილი იქნება “ვივამედში”. ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ექიმების მიერ, დაწყებული იქნას ბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ოღონდ ეს გაკეთდება მხოლოდ სრული კვლევის შემდეგ, ეს თერაპიაც დაიწყება “ვივამედის” კედლებში, ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით არავითარ შემთხვევაში”, - განაცხადა მაკა იოსელიანმა.


close დახურვა