logo
ENG



ელისაშვილი: ბი​ძინა ივანიშვილს ეშინია პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების

14 ნოე 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
brx32bhra1wl7t0.jpg

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ელისაშვილის განცხადებით ივანიშვილს პროპორციული არჩევნების ეშინია და ხვდება, რომ ხელისუფლებას კარგავს.

"ბიძინა ივანიშვილმა ყველას შეგვაფურთხა დღეს. გვაქვს არჩევანი ან თავი დავხაროთ და მოვიწმინდოთ ან თავი ავწიოთ და ისეთი სილა შემოვულაწუნოთ, რომ მთელი ცხოვრება ფეხზე ვერ დადგეს. ბი​ძინა ივანიშვილს ეშინია პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების. გადათვალა, გადმოთვალა და ნახა რომ ხელისუფლებას კარგავს. ივანიშვილს უნდა ვუთხრათ ერთი რამ: ნებისმიერ არჩევნებზე დაგანგრევთ. დედას გიტირებთ არაფრისმაქნის ოცნებას. ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე ვიყავი. იქ თითქმის არავის არ მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ შევთანხმდით ერთ რამეზე, ახლა ქვეყანას სჭირდება ერთიანი ოპოზიციური ერთობა. ამ ერთობით იქნება ერთობლივი მოთხოვნები. დღეიდან ერთად უნდა ვიდგეთ, "- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა