პოლიციელებმა „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, ხალხმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
„გადავდიოდი ქუჩაზე, მოვუწოდებდი ხალხს, რომ ქუჩა გადაეკეტათ და სცადეს ჩემი დაკავება. ცოტას დავისვენებ და კიდევ მოვუწოდებ ხალხს ქუჩის გადაკეტვისკენ. ეს მოწოდება გახდა დაკავების მცდელობის მიზეზი," - განუცხადა ფორმულას ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.