logo
ENG



ელისაშვილი კუხიანიძეზე: ამ მოსიარულე ნაგავს სიცოცხლეს გავუმწარებთ

17 დეკ 201910:08
3 წუთის საკითხავი
 
l8fwotrwejg7nc1.jpg

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას ერეკლე კუხიანიძეს - გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ მიმდინარე კვირაში უნდა მიიღოს. უმრავლესობის წევრები დეპუტატს არაოფიციალურ ვითარებაში უკვე შეხვდნენ. 

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, კუხიანიძის განცხადებაზე უმრავლესობა პასუხისმგებლობას არ იღებს.

„კუხიანიძემ ითხოვა დრო ოჯახისთვის ბოდიშის მოსახდელად. უახლოეს დღეებში შედგება ფრაქციის სხდომა. ამ განცხადებაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ იღებს საკრებულოს უმრავლესობა“, - განაცხადა დავითულიანმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ კუხიანიძეს არ აქვს უფლება ხალხის გადასახადებიდან იღებდეს ხელფასს.

„საკრებულოს თავმჯდომარემ პირობა მოგვცა, რომ დღეს გაირკვეოდა კუხიანიძის ბედი. ამ მოსიარულე ნაგავს სიცოცხლეს გავუმწარებთ და ცხვირს არ შევაყოფინებთ საკრებულოში. ასეთ ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ჩვენი გადასახადებიდან ხელფასს იღებდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ კუხიანიძე თანამდებობას დატოვებს.

„ჩვენ ვნახეთ წულუკიანის განცხადება, რომ მან არ უნდა დატოვოს თანამდებობა. ასე, რომ დიდი მოლოდინი არ გვაქვს. პიკეტირება იქნება თუ სხვა არაძალადობრივი საშუალება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი აღარ იყოს თანამდებობაზე“, - განაცხადა ნადირაძემ.

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. 

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ისადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ისსაქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.

14 დეკემბერს გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს. 


close დახურვა