logo
ENG



ელისაშვილი პრაიდზე: თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება

29 ივნ 202109:45
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პრაიდის კვირეული "ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა" სხვა შედეგის მომტანი არ არის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა ღირსების მარში, ელისაშვილმა განაცხადა, რომ "თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება".

"რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ", - ამბობს ელისაშვილი.

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა. 


close დახურვა