სუსის ტოტალური მოსმენის სკანდალი დიპლომატებს არ ავიწყდებათ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის დაბარების შემდეგ, უკანონო მოსმენების შესახებ განმარტებებს მოითხოვენ თბილისშიც.
ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდნენ, ზალკალიანს პირადად გადასცეს შეშფოთება და ვენის კონვენციაც შეახსენეს. ხელისუფლება კი მოსმენებზე სრულ პასუხისმგებლობას იხსნის. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ელჩების მოსმენა ოცნების ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.