logo
ENG



ემა გოგოხია: სასულიერო პირებმა გააფრთხილეს მამაჩემი, ნარკოტიკების თემას შევეშვა

08 დეკ 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
6tl3oazf3ncmppb.jpg

 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ემა გოგოხია ამბობს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან. საქმე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სასულიერო პირის საქმეს ეხება, რომლის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როგორც გოგოხია ამბობს, საღამოს მის სახლთან უცხო პირები მივიდნენ და მოკვლით დაემუქრნენ.

„ორგანიზებული იყო თავდასხმა რადგან არ შეიძლება ერთნაირად რამდენიმე მანქანიდან გადმოვიდნენ და პირდაპირ საცემად გამოიწიონ. სახლში მივიდნენ სასულიერო პირები, მამა გამოიყვანეს და გააფრთხილეს, რომ ეს საქმიანობა არ გამეგრძელებინა, არ შევხებოდი ქალაქში ნაროკომანების თემას, თორემ ერთი ტყვია ჩემთვის არის შენახული“, - აცხადებს გოგოხია.

 


close დახურვა