logo
ENG



ენგურის ხიდი დღეს საღამოს 8 საათიდან ჩაიკეტება

14 მარ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

ენგურის ხიდი დღეს საღამოს 8 საათიდან ჩაიკეტება. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლისა და შესვლის აკრძალვა არ შეეხებათ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს.

დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აფხაზეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება ყოველდღიურად უწევდათ, სამკურნალო, თუ სხვა მიზნებისთვის. 


close დახურვა