ლუარა ლემონჯავა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაშია. მეორე ქალი, რომელიც მას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. დღეს ლემონჯავას ახლობლებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ის ენგურზე გადმოსვლისას მდინარეში ჩავარდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ქალს, ამ დრომდე გაურკვეველია ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ.