ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის განცხადებით, ქალაქის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
"ენერგოდარში ოკუპანტებმა კვირა დილა პროვოკაციებით დაიწყეს. ახლა, რუსების მიერ ინდუსტრიული ზონის დაბომბვის შედეგად, ქალაქის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - თქვა ენერგოდარის მერმა.
4 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი აიღეს. 5 აგვისტოს, ენერგოდარის მერმა ოკუპანტების პროვოკაციების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დაბომბვა მოხდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მხრიდან ქალაქის საცხოვრებელი უბნების მიმართულებით.
23 ოქტომბერს, ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რადგან მტრის მუდმივი დაბომბვა ანგრევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ელექტრო ქსელებს.