logo
ENG



ენზელ მკოიანი კოლეგას "პატრიოტთა ალიანსიდან" დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს

07 ოქტ 201920:30
3 წუთის საკითხავი
 
mz1my9akdy25780.jpg

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიაზე საუბრობს. მკოიანის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი სამველ პეტროსიანი, წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და მზადება ბინძური მეთოდებით დაიწყო. 

"ის პროვოკაციების ოსტატია. ახალგაზრდების გაკონტროლება ძალიან რთულია. ერთი რეპლიკა ან ხელის მოძრაობაც საკმარისია ჩხუბის დასაწყებად. უნდა, რომ ერთმანეთი სცემონ, მერე ჩემი ძმისშვილები დააჭერინოს და ამით რეპუტაცია შემილახოს. ხედავს რომ ჩემთან შეხვედრებზე ასობით ადამიანი მოდის მას კი 3-4 ადამიანი ხვდება და ამის გამო გიჟდება. ასეთი ბინძური მეთოდებით კონკურენტებს არ უნდა ებრძოლო. როგორ შეიძლება 20 წლით უფროს კაცს სცემო?!" - აცხადებს ენზელ მკოიანი. 

დეპუტატის ნაცემი ძმა ამ დრომდე მძიმედაა. მარტინ მკოიანი სახეზე ჭრილობებითა და სხეულის დაზიანებებით, დღეს რეანომობილით თბილისში უნდა გადმოეყვანათ. თუმცა, გვიან ღამით ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ტრანსპორტირება ექიმებმა დროებით გადადეს. დაპირისპირების შედეგად დაშავდა გევორქ პეტროსიანიც, სამველ პეტროსიანის შვილი. ის კლინიკიდან იმ დღესვე გაწერეს. პეტროსიანები კამერებთან არ ჩნდებიან. ოჯახი ამბობს, რომ გამოძიებას დაელოდებიან. 

სისხლიანი დაპირისპირება გევორქ პეტროსიანსა და მარტინ მკოიანს შორის ახალქალაქში პარასკევს მოხდა. შელაპარაკების საბაბი გადათხრილ ქალაქში მტვერი გახდა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა. სისხლიან დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

ავტორი:თეა თეთრაშვილი.


close დახურვა