logo
ENG



ენკა აქციაზე: მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან

23 მაი 202120:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/23/gwrj6ek7bfurqlv.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

კომპანია ენკა თბილისში მიმდინარე აქციას ეხმაურება და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.

"ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ჰესის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან, მათ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. ისინი ხელისუფლებას ვადას 24 მაისის 12:00 საათამდე აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

ისინი ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა