logo
ENG



ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა

18 დეკ 202321:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/18/9h0xyrijg37f8u8.jpg

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს.

ის პარტიის დღეს გამართულ თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე აირჩიეს. ზაზა გოგავამ სიტყვით გამოსვლისას თბილისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია - საცობები, ეკოლოგიური , რეკრეაციული განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და სხვა მრავალი. იმისთვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისათვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად.

თბილისის ენმ-ის ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აქვე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა თაობებს უბრძოლიათ - უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება, უბრძოლია და იბრძვის - მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთანაც თანამედროვე სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დამოკიდებულია.

ჩვენ ვიბრძოლებთ ცვლილებებისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი"-  თქვა გოგავამ.


close დახურვა