logo
ENG



ენმ-ის სოფელ რიყის შტაბის წევრს თავს დაესხნენ და მანქანის შუშა ჩაუმსხვრიეს

23 ოქტ 202408:57
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სოფელ რიყის შტაბის წევრ ლევან გოგიას გვიან ღამით თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოიანი მანქანის შუშა ჩაუმსხვრიეს.

თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ და მომხდარი უარყვეს. ისინი ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს მუშაობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

გოგიას თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების მხრიდან მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევა და შემთხვევის დროს სწორედ ამის გადამოწმებას ცდილობდა.

მან დაასახელა თავდასხმაში მონაწილე, წარსულში ნასამართლები რომან კვანჭიანი. ასევე, გოგიას თქმით, სქემაში ჩართულები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ერთ-ერთი მათგანი სამსახურებრივი ფორმით სწორედ გოგიას მიერ ტელეფონით გადაღებულ კადრში ჩანს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.


close დახურვა