ოზურგეთში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
ოპოზიციონერებს პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
გაერთიანებაში ამბობენ, რომ თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჭიდაობის გურიის ფედერაციის პრეზიდენტი გუგა ცინცაძეა.
ოპოზიციის წარმომადგენლებზე მორიგი თავდასხმა გურიაში გვიან ღამით მოხდა.