logo
ENG



ენტონი ბლინკენის ვიზიტი

18 იან 202220:56
3 წუთის საკითხავი
 

ხვალ უკრაინაში დაუგეგმავი ვიზიტით ენტონი ბლინკენი ჩადის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვოლოდომირ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

განსახილველ საკითხებს შორის პირველი ადგილი რუსულ საფრთხეს უკავია. სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე კიევში ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია იმყოფებოდა. მათ მოლაპარაკება გამართეს ქვეყნის პრეზიდენტთან და განაცხადეს, რომ  უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს, რაზეც პასუხსაც აგებს. გასულ კვირას კიევში საიდუმლო ვიზიტით შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსიც იმყოფებოდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ლიდერთან შეხვედრაზე მიმდინარე  საფრთხეები განიხილა. 


close დახურვა