logo
ENG



ეპიდემიას რეალურად მხოლოდ სწრაფი ტესტებით შევაფასებთ - კამკამიძე

24 მარ 202022:43
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის აზრით, სწრაფი ტესტების არსებობის გარეშე შეუძლებელი იქნება ვირუსის მატარებელი ადამიანების სრულად გამოვლენა - მისი განმარტებით, უსიმპტომოდ მიმდინარე ინფექციების გამოვლენის შესაძლებლობას მხოლოდ ტესტები იძლევა.

„ექიმებს გაცილებით ჩქარა გვინდა ტესტირება, რადგან გვაქვს კონტაქტი პაციენტებთან და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარეა ეს. ადრეული გამოვლენა არის კლინიკურად და ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი - დაიდო ამის დამადასტურებელი სტატიები უკვე. მხოლოდ მაშინ შევაფასებთ რეალურად ეპიდემიას. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის პიკს - ბევრი პაციენტი შეიძლება იყოს უსიმპტომო და არ ვიცოდეთ მათ შესახებ. ისინი ხვდებიან პირველად ჯანდაცვის რგოლში და თუ მათ არ გავტესტავთ, ვერასდროს გავიგებთ, რაშია საქმე", - ამბობს გიორგი კამკამიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 25 მარტიდან სწრაფი ტესტირებები დაიწყება.


close დახურვა