logo
ENG



ეპიდმდგომარეობა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ - ქვეყანაში ვირუსის 402 შემთხვევაა დადასტურებული

20 აპრ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 402 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გაზრდილია რეგიონული და სამედიცინო კლასტერები.

ექიმები მოქალაქეებს ისევ სახლში დარჩენას სთხოვენ.

აღდგომის დღესასწაულების შემდეგ საქართველო კოვიდ 19-ის გავრცელების პიკს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, ეპიდაფეთქებისა და მასშტაბური მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია დისტანციის დაცვა.

დღეს დაინფიცრების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სპეციალისტებისთვის ეს ჯერჯერობით პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელი არ არის.


close დახურვა