ხაშურში ერთმანეთს ორი მდიდარი და გავლენიანი პირი დაუპირისპირდა. ერთი ეპისკოპოსია, მეორე საკრებულოს მილიონერი წევრი. მღვდელმთავარმა ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ პირდაპირ ამბიონი გამოიყენა. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია ორ გავლენიან ადამიანზე, ადგილობრივებისგან კომენტარის მოპოვება ჭირს. ირკვევა, რომ ეპისკოპოსმა დეპუტატს ჯერ ძვირადღირებული ავტომანქანა მოსთხოვა, შემდეგ ფული და როცა ვერც ერთი მიიღო, მეუფე სვიმეონმა საჯაროდ გააკრიტიკა მილიონერი. მღვდელმთავარ სვიმეონ ცაკაშვილის გარშემო სკანდალი რამდენიმე თვის წინაც იყო, როცა განაცხადა, რომ 250 000-ლარიანი მანქანა მრევლმა აჩუქა.
ეპისკოპოსი VS საკრებულოს წევრი - ბრძოლა კომპრომატებით
10 აპრ 202320:18
3 წუთის საკითხავი