ერაყის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა ბაღდადის და ნაჯაფის ცენტრებიც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ ქუჩებში მანქანის საბურავებს წვავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კორუფციასა და სიღარიბესთან ბრძოლა და პოლიტიკური სისტემის შეცვლაა. გამოსვლები ერაყში პირველი ოქტომბრის შემდეგ გრძელდება. დაპირისპირებას დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის 450-მდე ადამიანი ემსხვერპლა.