logo
ENG



ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

12 აპრ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ქართული მხარე ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. ცნობილია, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს, მათგან ორი ყოფილი სამხედროა, საუბარია მამუკა ჩხიკვაძესა და ლევან მაჩაბელზე. მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობდა. უცნობია რას გადაწყვეტს დღეს საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე. 


close დახურვა