logo
ENG



ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 123-ე შეხვედრა იმართება

14 თებ 202515:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/14/8n9c4k4ng6v5ihc.jpg

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 123-ე შეხვედრა იმართება. მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. 

წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ ბორდერიზაციის 11 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა 

ოკუპანტებმა რკინის ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.


close დახურვა