logo
ENG



ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

16 მაი 202222:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/16/m4fvvjqre4rnf8j.jpg

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას .

ერდოღანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასარწმუნებლად ანკარაში არ უნდა ჩავიდნენ და თავი არ უნდა შეიწუხონ. 

ანკარა ამბობს, რომ შვედეთი და ფინეთი იცავენ ადამიანებს, რომლებიც, მისი თქმით, დაკავშირებული არიან ჯგუფებთან, რომლებსაც თურქეთი ტერორისტად მიიჩნევს, კერძოდ, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკებს და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს, რომლებსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში.

თავის მხრივ ნატო და აშშ აცხადებენ, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას არ დააყოვნებს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს შეავსებენ. 


close დახურვა