logo
ENG



შვედეთი ნატოში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს

15 მაი 202220:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/00b3zbw1nz5efhf.jpg

შვედეთის ხელისუფლება ნატოში წევრობის განაცხადს შეავსებს. მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყებენ მუშაობას, რათა შვედეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე განაცხადი შეავსოს.

შვედეთის მმართველი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ნატოს მიერ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტიაში იმუშავებენ იმ დათქმაზე, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი და მუდმივი ბაზები არ უნდა განთავსდეს.

სხვადასხვა შვედური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა განაცხადს უკვე 17 მაისს შეიტანს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ NATO-ს წევრობაზე განაცხადს ფინეთიც გააკეთებს.


close დახურვა