თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლეთი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების გამო გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ანკარის შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის შეთანხმებაში წარმატებული იყო.
"სამწუხაროდ, დასავლეთმა მხოლოდ პროვოკაციები მოაწყო და ვერ შეძლო ყოფილიყო შუამავალი უკრაინა-რუსეთის ომში, როგორც თურქეთი, ჩვენ 2022 წელს ავიღეთ შუამავლის როლი და დავიწყეთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ოპერირება."- განაცხადა ერდოღანმა ერზრუმის პროვინციაში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ევროპამ მიიღო უკრაინული მარცვლეულის 44%, თურქეთმა - 16% აფრიკის ქვეყნებმა კი - 14 %.
22 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა სტამბოლში გაეროს და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.