logo
ENG



ერდოღანი: თუ პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩამოვა, ტრამპი მზადაა დაესწროს მას

26 ივნ 202516:38
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/26/0q0u87q6ccov20z.jpg

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრებას გადაწყვეტს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მასში მონაწილეობაზე მზაობას გამოთქვამს.

აღნიშნული განცხადება ერდოღანმა ჰააგაში, NATO-ს სამიტზე დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შემდეგ გააკეთა.

"მან თქვა: "თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ან ანკარაში ჩამოვა გადაწყვეტილების მოსაძებნად, მაშინ მეც მოვალ", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი ორივე ლიდერთან საჭირო კონტაქტებს დაამყარებს, რათა შესაძლებელი გახდეს მათ შორის შეხვედრის ორგანიზება.


close დახურვა