logo
ENG



ერდოღანი: უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

20 სექ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/xdksm9nszbano18.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას 200 ტყვის გაცვლასთან დაკაშირებით. მან ამის შესახებ PBS-ზე ინტერვიუში ისაუბრა. 

"მხარეთა შეთანხმებით, 200 მძევლის გაცვლა მოხდება."- განცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის წყალობით "მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება".

გარდა ამისა, მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა მიწა უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

"ოკუპირებული მიწები უკრაინას დაუბრუნდება." - თქვა ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი "შეჭრა არ შეიძლება გამართლდეს."


close დახურვა