logo
ENG



ერდოღანი VS ქილიჩდაროღლუ — არჩევნების შედეგები თურქეთში

15 მაი 202312:30
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება - ვინ გახდება პრეზიდენტი ორ კვირაში გადაწყდება. თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა გუშინ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარი - 49 პროცენტმა დაუჭირა, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44-მა. ორივე კანდიდატი მიიჩნევდა რომ გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა, ოპოზიციონერისკენ იხრებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, ის მეორე ადგილზე გავიდა.  მოქმედმა პრეზიდენტმა კი 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა. 


close დახურვა