logo
ENG



ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს ათასობით პოლიციელს-გახარია მუმლაძის მკვლელობაზე

10 ოქტ 201913:35
3 წუთის საკითხავი
 
psn0a3llypn903q.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში პოლიციელების მონაწილეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს ათასობით ადამიანს, რომლებიც ამ ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან.

მისივე თქმით, როცა დადასტურდება, რომ პოლიციელებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული, სახელმწიფო ბევრად უფრო მკაცრი, შეურიგებელი და დაუნდობელი იქნება.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ, როცა დადასტურდება ფაქტი იმისა, რომ სამართალდამცავი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება დაუნდობელი და შეურიგებელი. ერთეული შემთხვევების გამო, ვერასოდეს ვერავინ ვერ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ, ამიტომაც სისტემური განახლებაა დაწყებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის ორი მოქმედი, ერთი კი ყოფილი პოლიციელი. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.


close დახურვა