logo
ENG



ერთი საფეხური აშშ-ის სანქციებამდე - კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე მიიღო ცვლილებები

10 ივლ 202020:02
3 წუთის საკითხავი
clock 328

ერთი საფეხური დარჩა დამტკიცებამდე კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის ამერიკული დახმარების 15 პროცენტს შეაჩერებს, კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე მიიღო ცვლილებები.

ვაშინგტონი დახმარების გაყინვას არაფორმალურ მმართველობას, კორუფციას, მართლმსაჯულებას და დემოკრატიულ რეფორმებს უკავშირებს საქართველოში. 

ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, ეს მას პერსონალური სანქციების ფასად შეიძლება დაუჯდება. 

პრემიერი ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის გადაწყვეტილება სასიამოვნო არ არის, მაგრამ გიორგი გახარიამ დახმარების შესაძლო შემცირება მაინც შიდა პოლიტიკურ ძალებსა და მისივე თქმით, ვაიპოლიტიკოსებს დაუკავშირა.


close დახურვა