უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ის არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბავშვთა თემატიკაზე მუშაობენ. მათი თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი პრობლემაა და საჭიროა მისი დახვეწა-განვითარება.
"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწფო უწყებების მხრიდან გადაიდგმევა კონკრეტული ნაბიჯები, რადგან დღეს ბავშვზე ზრუნვის სისტემა გამოწვევით ფუნქციონირებს", - აღნიშნავს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენელი.
მესამე სექტორმა დღეს იმ ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა, რაც სისტემას უფრო გამართულს გახდის.
"ერთ-ერთი გამოსავალია სპეციალური დანაყოფების შემქნა, სადაც ბავშვთან კომუნიკაცია მათ გარდა არცერთ გამომძიებელს არ ექნება. დაკითხვისთვის საჭიროა ადაპტირებული გარემოც შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე პრევენციაა მნიშვნელოვანი და ა.შ",-აღნიშნა არასამთავრობო სექტორის წევრმა.