"ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს!" - წერს ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. ერმაკმა განცხადება ქართულ და უკრაინულ ენებზე გამოაქვეყნა.
"ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება!
სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანაზე, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…
ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად!
სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს.
ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი.
მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ბახმუტი- ტიტანების ქალაქია!" - წერს ერმაკი.
3 დეკემბერს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.
შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა. ასევე დაბობმვის შედეგად დაჭრილია კიდევ რამდენიმე ქართველი მბერძოლი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.