logo
ENG



ერმაკი ანჯელინა ჯოლის ესაუბრა და უკრაინელი ბავშვების დახმარების გზები განიხილა

06 მაი 202218:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/r74jkhl59bl3l2i.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამერიკელ მსახიობს ანჯელინა ჯოლის ესაუბრა და მასთან ერთად უკრაინელი ბავშვების დახმარების გზები განიხილა.

ჯოლი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის სპეციალური წარმომადგენელია, ის ლვივში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და მოხალისეები და იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა.

ერმაკმა მსახიობს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით ვიზიტისთვის, რამაც მისი თქმით, უკრაინელები შთააგონა და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია.

თავის მხრივ ჯოლიმ ლვივში მისი ჩასვლის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს უკრაინელების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარებას.

"მე გადაწყვეტილი მაქვს მათ ნებისმიერი გზით დავეხმარო, განსაკუთრებით ბავშვებს. მე თქვენს ქვეყანაში ბავშვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია", - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

მან ანდრეი ერმაკთან დიალოგში განიხილა იმ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზები, რის წინაშეც უკრაინელი ბავშვები ომის გამო აღმოჩნდნენ. მათ შორის იძულებითი გადაადგილება, საყვარელ ადამიანებთან დაშორება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა.

მსახიობმა განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ვინც ბავშვების პრობლემებზე მუშაობენ, რათა დაიგეგმოს საჭირო მოქმედებები და მიაწოდოს პრაქტიკული დახმარება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანჯელინა ჯოლი უკრაინაში კიდევ ერთხელ მიიწვია.

 

close დახურვა