logo
ENG



ესპანეთის პრემიერი პანდემიის დროს დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას იღებს

29 აპრ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შესაძლო შეცდომებზე პასუხისმგებლობას ქვეყნის პრემიერი იღებს. განცხადება პედრო სანჩესმა პარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთა, რომელზეც ესპანეთის ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმას განიხილავდნენ. მკაცრი ზომების შემსუბუქების პროცესი პირველი ესპანეთის ოთხს კუნძულზე 4 მაისიდან დაიწყება.

მცირე ბიზნესები და სასტუმროები ქვეყანაში 11 მაისს გაიხსნება, თვის ბოლოდან კი ეტაპობრივად აღდგება სასწავლო პროცესი. გერმანიის ხელისუფლება კი 14 ივნისამდე საერთაშორისო მგზავრობების განხორციელების წინააღმდეგია. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

შვეიცარიის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვების ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტება უსაფრთხოა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე უნივერსიტეტის ექსპერტების დასკვნას ეყრდნობიან, რომ პატარა ბავშვები ვირუსს არ გადასცემენ. 


close დახურვა