logo
ENG



ესტონეთისა და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის ჩაკეტვას ლატვიაც ითხოვს

17 მარ 202222:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/pqseklv0cbkk4s1.jpg

ლატვიის პარლამენტი მიმართავს გაეროს წევრ ქვეყნებს უკრაინაში ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს უკვე მესამე გადაწყვეტილებაა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ესტონეთმა და ლიეტუვამ მიიღეს. 

როგორც სეიმის განცხადებაშია ნათქვამი, ცის ჩაკეტვა აუცილებელია, რათა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

"ლატვიის პარლამენტი გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის მოსახლეობისა და სამხედროების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვიან. ასევე ლატვია მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

სეიმი მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს გადადგან სასწრაფო ქმედითი ნაბიჯები, რათა უკრაინის ცა ჩაიკეტოს, რათა უკრაინელების სიცოცხლე იყოს დაცული და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს.

ლატვია ასევე მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს გაზარდონ საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რაც სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გამოყოფაში გამოიხატება, რათა ხელი შეუწყონ უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაცვაში.

მოვუწოდებთ ევროპას გაზარდონ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, სანამ ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანს და ომს არ შეწყვეტს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა