logo
ENG



ეს არის ტრაგიკომედია და აბსურდი - სამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის პროცესი განახლდება

03 თებ 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეებს დაკითხავს. ტრაგიკომედია, ასე შეაფასა პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, კახა კოჟორიძემ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის პროცესი.

"ფორმულასთან" საუბრისას კოჟორიძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მოწმე ბრალდების მხარისთვის სასარგებლო ჩვენებებს აძლევს.

„კვლავ იქნება მოწმეების დაკითხვის პროცედურა, თუმცა ტრაგიკომედია არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში მოიწვია, ერთხმად ამბობს, რომ ამ საქმეში ფულის გათეთრება არ არის და ყველა მოწმე უარყოფს ბრალდების პოზიციას და ადასტურებს დაცვის პოზიციას. ეს  არის ის აბსურდი, რაშიც დღეს პროკურატურამ ჩაიყენა თავი ამ აბსურდული საქმის წარმოებით“, - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკში" 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავებიან.  

 

 


close დახურვა