logo
ENG



ეს არის ჯილდო, რაც დაიმსახურეს მათ - ბესელია ხუნდაძის დაწინაურებას აფასებს

11 დეკ 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
wvl25suqoln3puj.jpg

ე.წ. ამხოხებული მაჟორტარის დიმიტრი ხუნდაძის დაწინაურებას პარლამენტარები აფასებენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი აჯილდოებს მაჟორიტარ დეპუტატებს, რადგან დავალებას კარგად გაართვეს თავი. 

"მშვიდობაში ეს თანამდებობები. მე არ ვისურვებდი დამენახა ვინმე ამ სიტუაციაში. იმ ფონზე, როცა დაწინაურებულები არიან ადამიანები, რომელთაც თითქოს პარტიის თავმჯდომარეს გაუწიეს წინააღმდეგობა. ეს არის ერთგვარი ჯილდო, რაც დაიმსახურეს მათ",-აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

ოპოზიციის განმარტებებს არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. მმართველი გუნდის პოზიციით, აღნიშნულ კანდიდატურს წარადგენს სწორედ უმრავლესობა და ამჯერად მოხდა ხუნდაძის არჩევა, რაც სამართლიანია. 

"ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს კანდიდატებს და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ პოზიციაზე ხუნდაძის კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი. ივანიშვილი გახლავთ პარტიის ხელმძღვანელი და ბუნებრივია მასთანაც იქნებოდა კონსულტაციები და უმრავლესობა საბოლოოდ თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს პოზიციებს",-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

კითხვაზე, რით დაიმსახურა დიმიტრი ხუნდაძემ დაწინაურება და ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარეობა, ნუკრი ქანთარიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ  ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ მის "დაწყნარებას ემსახურება". 

"ალბათ რომ დაწყნარდეს",-აღნიშნა ქანთარიამ.  

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა. 


close დახურვა