logo
ENG



ეს გამაფრთხილებელი აქციაა - ლუკოილის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

09 დეკ 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
cc6a2rpfikjxds6.jpg

კომპანია "ლუკოილის" თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქცია კომპანიაში დასაქმებულებმა გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად, "ლუკოილის" ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამართეს. ისინი კომპანიისგან მათი მოთხოვნების უმოკლეს ვადაში შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვით იმუქრებიან. 

„ლუკოილში“ დასაქმებულთა პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი კევლიშვილი აცხადებს, რომ დასაქმებულების მოთხოვნები უმოკლეს ვადებში უნდა დაკმაყოფილდეს. 

„დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ადეკვატური მატება და იმ ძირითადი, მინიმალური უფლებების გაუმჯობესება, რასაც შრომის კოდექსი მოითხოვს. ვგულისხმობ შვებულებას, დაზღვევას და ელემენტარული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. არ ვაპირებთ თვეობით ლოდინს, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს“, - განაცხადა კევლიშვილმა. 

დასაქმებულების მძიმე სამუშაო პირობებზე ადგილზე მყოფი პროფკავშირების აქტივისტი გიგა ბექაური საუბრობს. 

„დღეს არის გამაფრთხილებელი აქცია. დასაქმებულები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი იქნებიან იძულებული, რომ გაიფიცონ და შეაჩერონ სამუშაო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით „ლუკოილის“ ობიექტებზე. საუბარია შვებულებებზე და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე. ასევე ბიულეტენის ანაზღაურება", - აღნიშნა ბექაურმა. 

 

 


close დახურვა