logo
ENG



ეს განცხადება საჭიროებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას - ნიკა მელია მეუფის განცხადებაზე

26 ოქტ 201917:10
3 წუთის საკითხავი
 
6hkdr99avvyjiit.jpg

მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია. მისი თქმით, ეს განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი უნდა გახდეს.

„მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს ამ განცხადებას. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოქმედი პრემიერისა და შსს მინისტრის თანდასწრებით საუბარი იმაზე, რომ პატრიარქი უნდა იქნას გადაყენებული და მეუფე შიო უნდა აირჩეს პატრიარქად, ამ ყველაფერზე საუბრობენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორც მინიმუმ, საჭიროებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. გამოძიების ფარგლებში კი გაირკვევა შემდეგი რამე - ან მეუფე იაკობი დაამტკიცებს თავის სიმართლეს, ან პასუხს აგებს ის, ვისზეც საუბრობს მეუფე“, - აცხადებს ნიკა მელია.

მეუფე იაკობმა განცხადება დღეს, 26 ოქტომებრს გაავრცელა „ტვ პირველის“ ეთერში. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის კაბინეტში პოლიტიკური და სასულიერო მაღალი თანამდებობის პირები განიხილავდნენ ილია მეორის გადაყენებისა და მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის საკითხს.


close დახურვა