logo
ENG



ეს კაცი ქვეყნის შარია და უნდა დავასრულოთ მისი მმართველობა - ბოკერიამ ივანიშვილს ნარცისი უწოდა

28 ნოე 201922:50
3 წუთის საკითხავი
 
47vbcctwd10dsco.jpg

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც ბოკერია გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, ივანიშვილის მმართველობა პროპორციული არჩცევნების მეშვეობით უნდა დასრულდეს. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი, ივანიშვილს ნარცისს და პრიმიტიულს უწოდებს. 

"ჩვენი მდგომარეობა ისედაც მძიმეა, რადგან ეს კაცი [ივანიშვილი] მართავს ქვეყანას. ერთი ინტერვიუ საკმარისია იმისთვის, რომ არ ცხოვრობდე ამ ქვეყანაში და არაფერი იცოდე, თავში შემოირტყამს ადამიანი, „აი ეს კაცი მართავს ქვეყანასო?!“ ამ თავის თავზე შეყვარებული, ნარცისი, ადამიანების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის მქონე ადამიანის ხელშია ქვეყანა. ამ სამარცხვინო ლიდერის ინტერვიუ შეიძლება წლების შემდეგ, ჩვენს შვილიშვილებს ვანახოთ და ვთქვათ, რომ ასეთი რაღაც შესაძლებელი იყო თბილისში. თან უპრიმიტიულესია. საკმარისია ეს ინტერვიუ ნახოთ და მიხვდეთ, რომ ეს კაცი ქვეყნის დიდი შარია და უნდა დავასრულოთ მისი მმართველობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 


close დახურვა