logo
ENG



ეს შერჩევითი სამართალია-მოძრაობა გაბედეს 4 წევრი გამოკითხვაზე იმყოფება

10 დეკ 201909:48
3 წუთის საკითხავი
 
g0u8mec012ba7dz.jpg

ამ წუთებში მცხეთის პოლიციაში მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი წევრი გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება 2 დეკემბერს მცხეთაში „ოცნების“ მაჟორიტარის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მართველი გუნდის მხარდამჭერები გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს, 4 „გაბედეს“ წევრია.

როგორც მოძრაობის წევრმა მიშა ქუმსიშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, ეს შერჩევითი სამართალია და ვინც ინციდენტში აგრესიულად ,ოქმედებდა, მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

„ბედის ირონიაა, რომ ვინც მცხეთის მერის ზონდერების მსხვერპლი გავხდით, დღეს ჩვენი სასამართლოა ჩანიშნული. ვინც უშუალოდ იყვნენ აგრესიულები, მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ეს შერჩევითი სამართალია და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები შევიწროვდნენ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთაში მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრის ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მოძრაობის წევრებს მმართველი გუნდის მხარდამჭერების კონტრ-აქცია დახვდათ, რა დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ხუნდაძე ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. ხუნდაძეს ეკუთვნის ახალი საარჩევნო ინიციატივაც - შეიცვალოს შერეული საარჩევნო სისტემა და ის მთლიანად მაჟორიტარული გახდეს.


close დახურვა