ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია.
"ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ ეუთოს წევრად დარჩეს", - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ეუთოს რუსეთის ფედერაციის გარიცხვისკენ მოუწოდა, რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით.
"ერთ დღეს, ჩვენ კვლავ დაგვჭირდება საკომუნიკაციო არხები", - თქვა შმიდმა.
შმიდი ამბობს, რომ ეუთო არის ერთადერთი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ყველა ერთ მაგიდასთან ზის. მისი თქმით, ეუთო გამოვიდა ცივი ომის დაპირისპირებიდან და დაარსდა ძალიან განსხვავებული ინტერესების მქონე ქვეყნების მიერ, რომელთაც მაინც სურდათ ესკალაციის თავიდან აცილება.