logo
ENG



ეუთო-ს თავმჯდომარე სერგეი ლავროვს შეხვდა

27 თებ 202007:49
3 წუთის საკითხავი
 
1w1bhxnk0bg5kxr.jpg

ეუთო-ს თავმჯდომარე და ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. აუდიენციისას მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ედი რამას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრებში მნიშვნელოვანია მოსკოვის კონსტრუქციეული მხარდაჭერა და ჩართულობა.

რამამ მინსკის მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთი საკვანძო მონაწილეა შესაბამისი მოლაპარაკებების ფორმატებში. მჯერა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ჩვენ მშვიდობასთან უფრო დაგვაახლოვოს", - განაცხადა ედი რამამ

 

 


close დახურვა